რეზონანსი
26.02.2021

იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები" - სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი უგულავამ აქციის დაწყებამდე განაცხადა.

„ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლაზე რეაგირებს და საერთაშორისო აქტიურობა და საერთაშორისო ჩართულობა არის მხოლოდ მაშინ, როცა აქ ხალხი წუხს. ამიტომ, ბევრმა ადამიანმა უნდა დაანახოს ამ ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ასე ცხოვრებას არ შევეგუებით. დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი.

პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩვენს გამოცხადებას, მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
PRONELI   (26.02.2021)
gigili mogenatra albat viris abano.

მერაბი   (26.02.2021)
ეს ფილმი ბევრჯერ გვაქვს ნანახი. მთავარი როლის შემსრულებლები მაინც გამოცვალეთ, უტვინოებო.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )