რეზონანსი
01.03.2021

ჯერ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში მინიმუმ 100 000 ადამიანი აცრილი, რომ ასეთ ლიბერალურ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა - ამის შესახებ განცხადებას ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა აკეთებს.

როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, უვაქცინობის პირობებში ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი.

"უვაქცინობის პირობებში ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი და ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ჯერ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში მინიმუმ 100 000 ადამიანი აცრილი, რომ ასეთ ლიბერალურ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის შეცდომა, რამაც შეიძლება ისევ უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს.

ვაქცინა არ შემოდის ამ ეტაპზე, რასაკვირველია, კოვაქსის პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოს უნდა განეხორცილებელინა მეტი პროაქტიული ქმედებები covax-თან. აქტიური ქმედებები არ განახორციელა და ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ადამიანებს ამის გამო, იმიტომ რომ ყოველი დღე დაგვიანება ვაქცინაციის ითარგმნება ადამიანების სიცოცხლეში", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი "ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )