რეზონანსი
01.03.2021

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ covax- პლატფორმასთან მომხდარ გაუგებრობაზე და ვაქცინაციის პროცესის კიდევ ერთხელ გადავადებაზე პასუხისმგებელი პირი მინისტრი ვერ იქნება.

"მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი. 

პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის. 

საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?"-აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ინგა   (02.03.2021)
ასე აგდებით ბატონ გიორგის კი არ ამცირებთ, თქვენ თავს იმცირებთ.ბჟუტური რა ქართულია.მერე სახელს რატომ არ წერ

1234   (01.03.2021)
ნუ დემაგოგობ ანთროპოლოგიის დოქტორო. გამყრელიძე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს რომ ჩინური ვაქცინა შემოიტანოს როცა პფაიზერზე ხელი არ მიგიწვდება. ეს მინისტრის და პრემიერის საქმეა. გახარიამ და ამ მინისტრმა მძიმედ ჩაისვარეს. თუ თავად ტვინი არ უჭრიდათ აგერ ფეხის ნაბიჯზე თურქეთისთვის უნდა მიებაძათ. ჩინურ ტექნიკას ხმარობენ, ჩინური სამოსი აცვიათ, ჩინური ან ჩინეთში აწყობილი ტელეფონებით დადიან, ჩინური მასალით და ჩინეთში დამზადებულ წამლებს იღებენ, და თურმე ჩინური ვაქცნის გამოყენება ეხამუშებათ ბიჭებს. შენისთა თვითმარქვიებს რომ უსმენენ იმის ბრალია. ჩინეთს რომ სამეცნიერო პოტენციალი აქვს შენი ბჭუტური სად მოვა იმასთან.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )