რეზონანსი
01.03.2021

შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ. პირველი ვაქცინაციის საკითხი იყო და მიშელმა აღგვითქვა, რომ ის პირადად იქნება ჩართული ვაქცინის საქართველოსთვის გამოგზავნის საქმეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება. სწორედ ამიტომ, როგორც სამხარაძე ამბობს, ევროკავშირი მზად არის, მხარეებს შორის მედიაციის პროცესში ჩაერთოს.

„მან დახმარება აღგვითქვა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით იქნება საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი. მეორე საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო რეგიონში არსებული ვითარება. უსაფრთხოების საკითხები და განსაკუთრებით გართულებული ვითარება. ასევე რუსეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგეს საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ასე ის ნაბიჯები რომლებიც ევროკავშირმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველო როგორც მისი მოკავშირე და ასოცირებული პარტნიორი იყო ამ შემთხვევაში დაცული. მესამე საკითხი იყო შიდა პოლიტიკური მოვლენები. ჩვენ ვისაუბრეთ ვითარების დეესკალაციის აუცილებლობაზე. ვისაუბრეთ ასევე, რომ პოლარიზაცია, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, საერთოდ არ უწყობს ხელს საქართველოს უსაფრთხოებას. პირიქით, ერთადერთ ქვეყანას აწყობს, ეს ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა. აქედან გამომდინარე, საჭიროა პოლარიზაციის დასრულება და ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება, რაშიც ევროკავშირი დაგვპირდა, რომ ისინი მზად არიან, თვითონ ჩაერთონ მხარეებს შორის მედიაციის პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი იყო და ბატონმა მიშელმა თავად დაადასტურა მზადყოფნა, რომ ვიდრე საქართველოშია, მზად არის, ერთად შეკრიბოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრის აუცილებლობა საჭიროა, რადგან ყველა მხარე ხვდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ვითარების დაძაბვა, მუდმივი სიძულვილის ენა, ერთმანეთისთვის რაღაცეების დაბრალება ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. ამას ძალიან კარგად ხვდებიან მეგობრები ევროკავშირიდან, რომელთათვისაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ძალიან პარტნიორია. აქედან გამომდინარე, ისინი ჩვენ გვთავაზობენ, დავსხდეთ მაგიდასთან და ერთად გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც ერთ მხარესაც აწუხებს და მეორესაც კონკრეტულად დეტალებზე, რა შეთავაზებები იქნება, რას წარმოადგენს ერთი მხარე, მეორე ან რა შეიძლება იყოს ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილი, ამაზე საუბარი შეხვედრაზე არ ყოფილა. ამაზე საუბარი იმ შეხვედრაზე იქნება, რომელზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ევრიკავშირთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად დასხდებიან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )