რეზონანსი
02.03.2021

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ ახსენებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სწორედ პირბადის ტარება გვაძლევს ამ ეტაპზე საშუალებას ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

„მე ყოველთვის ვემხრობოდი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას და ვხედავთ, რომ ასეც ხდება. ასევე მუდმივად თავშეკავებისკენ მოვუწოდებდი, როდესაც საუბარი იყო ერთიანი მოხსნის მოთხოვნებზე, რამეთუ ამან შეიძლება უკან დაგვაბრუნოს. ხომ არ გამოიწვევს ახლა მოხსნა შემთხვევების მატებას? მაქვს ცალსახა პასუხი - არ გამოიწვევს თუ პირბადეებს ვატარებთ. ამ შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა ჩვეული ცხოვრებით ვიცხოვროთ. მაქვს ინფორმაცია, რომ რეგიონებში 72%-დან 62%-ზე ჩამოვიდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ პირბადეებზე გადის ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )