რეზონანსი
04.03.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში შემცირებულია, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების მხრიდან პირბადის ტარება და მთავრობის მიერ კონტროლი, აუცილებელი ღონისძიებაა, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება, შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ შეზღუდვები. ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონომიკა. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება ვითარება, ჩვენ ისევ იძულებული გავხდებით, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ. რა თქმა უნდა, ამას მთავრობის მხრიდან შესაბამისი კონტროლიც ჭირდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )