რეზონანსი
04.03.2021

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთიანი ძალისხმევა მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისუაბრა.

"ოკუპაციის შემდეგ რიგით მეორე ალბათ, გამოწვევა და მთავარი პრობლემა ჩვენი მოსახლეობის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ ჩვენი მთავარი, ერთიანი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას წლების განმავლობაში დაგროვილი, ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევბი და სწორედ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე და ასე ვთქვათ, ურთიერთდაპირისპირებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )