რეზონანსი
04.03.2021

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუასა და მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო.

დაცვის მხარის მოთხოვნით, ეს საქმეები ცალ-ცალკე განიხილება. ორივე საქმეზე პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

„დღეს ბიძინა ესებუას საქმეზე მთავარი სასამართლო სხდომა დაიწყო. მხარეებმა გავიარეთ შესავალი სიტყვა. დაცვის მხარემ თავის შესავალ სიტყვაში ისევ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშსწორების ობიექტი. იქიდან გამომდინარე, რომ ბადრი ესებუა ვერ დააკავეს, ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მისი ძმა, ბიძინა ესებუა. სწორედ ამაზე გამახვილდა ჩვენი მხრიდან ყურადღება, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე. მის მიმართ განხორციელდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და საბრძოლო მასალის ჩადება. შემდგომ, როცა დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაცვის მხარე სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ მტკიცებულებებზე, სადაც აშკარად იკვეთება, რომ ბიძინა ესებუა მოცემულ საქმეში არის სრულად უდანაშაულო", - განაცხადა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.

ბიძინა ესებუას საქმის მომდევნო სასამართლო პროცესი 24 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )