რეზონანსი
05.03.2021

ოპოზიცია ითხოვს ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ვადამდელ არჩევნებს, რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება, თუმცა მზადაა ოპოზიციასთან მოსალაპარაკელად, - ეს განცხადება მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის" დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.

შს მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად და ვარაუდობს, რომ შეხვედრები კიდევ შედგება. „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ოთხი რაუნდი ჩატარდა, იყო გარკვეული შეთავაზებები, მე ამ შეხვედრებს არ ვესწრები და ბუნებრივია, დეტალებს ვერ გეტყვით, თუ რა და როგორ განვითარდება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ეს არ არის ჩემი კომპრომისი ცალკე და ღარიბაშვილის - ცალკე. რასაც ბრძანებს ბატონი პრემიერი, ვეთანხმები რა თქმა უნდა ", - აღნიშნა გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )