რეზონანსი
05.03.2021

სამწუხაროდ, ოპოზიციისგან არც ერთი კომპრომისული წინადადება არ გვახსოვს, - განაცხადა ოპოზიციასთან დიალოგზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

​„დიალოგისკენ მოწოდება არ არის მათი ნოუ ჰაუ. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერავინ ვერსად წაუვა. თუ ვინმე მოიხსენიებს ექვსპუნქტიან კომპილაციურ დოკუმენტს შეთანხმებად ან გეგმად, ეს არის არასწორი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ოპოზიციის ყველა სუბიექტისგან ამოღებული მოთხოვნების ნუსხა, რომელზეც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ - ნაწილზე მუშაობა მიდის და პრაქტიკულად შესრულება, ნაწილზე საუბარიც კი შეუძლებელია, რომლის არგუმენტებიც არაერთხელ წარმოვადგინეთ.

ჩვენი კომპრომისების მიუხედავად, ოპოზიციისგან ჯერ სამწუხაროდ არც ერთი კომპრომისული წინადადება არ გვახსოვს. როცა საუბარია პოტენციურ რიგგარეშე არჩევნებზე კომპილაციურ დოკუმენტში, ეს არის მათგან წარმოდგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ყოველგვარი საფუძვლისა და არგუმენტის გარეშე შეუძლებელია.

თუ ერთპროცენტიანი გადაცდომა იქნება კომისიის მიერ დადგენილი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ეს რეალიზებული მოთხოვნა იქნება. თუ ოპოზიცია ამბობს, რომ საფუძველი არ აინტერესებს და უნდათ, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, ჩვენი პასუხია არა. ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი პასუხია მკაფიო, სხვა შემთხვევაში, ვიღაცის ახირების გამო ასეთი საკითხები არ წყდება. სახელმწიფოს შემთხვევაში კი არა, ორი ადამიანის პირად ურთიერთობაშიც კი არ წყდება ახირების გამო რაღაც საკითხები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )