რეზონანსი
05.03.2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე მხარეს აქვს სურვილი, გამოსავალი მოიძებნოს და მოთხოვნებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერი საუბარი გაგრძელდეს.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, როგორც კელი დეგნანი ამბობს, აღნიშნული ვიზიტი მოწმობს, რამდენად შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები.

დეგნანი დარწმუნებულია, რომ შედეგის მისაღწევად საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს.

„გამოსავლის მოსაძებნად სურვილი არსებობს. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემებია. ადამიანებს აქვთ დიდი აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ვნახე, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, მოიძებნოს გამოსავალი და გაგრძელდეს ერთმანეთთან კეთილსინდისიერი საუბარი მოთხოვნებზე, თუ რა სჭირდებათ მათ შეთანხმებისთვის, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება.

ძალიან სასარგებლო იყო, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში. ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები. ჩვენ ვნახეთ იგივე სულისკვეთების განცხადებები კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან და საქართველოს სხვა მეგობრებისგან. მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )