რეზონანსი
07.03.2021

საპარლამენტო უმრავესლობის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

დეპუტატი თავის პოსტში დასძენს, რომ მაშინ როცა შეთანხმება ახლოს იყო, ოპოზიცია “ლელოსა” და “ტვ პირველის” საშუალებით მოლაპარაკებების ჩასლას ცდილობენ.

„მიხვდით, ჰო, რაც ხდება? ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, დილის პიკეტის მოწყობისთვის, ოპოზიციას ბოდიშები და დაანონსებული აქციების გადადება უწევს. ევროპა მკაცრად აკვირდება, რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია დიალოგში და რეაქციებიც არ აყოვნებს.

ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს… ჰოდა, ჰოი საოცრებავ, რას აკეთებს ოპოზიცია, ალბათ რიგმა მოუწია და, ამჯერად ლელოს და ტვ პირველის ხელით…

…უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო.

ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად.

არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი… რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ.

გამოდით ბაბლიდან, გამოდით… გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო. ხალხს დაენახეთ და ხალხი დაინახეთ. ხუთი წუთი მაინც დაფიქრდით რამეზე ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზების ძიების გარდა“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (07.03.2021)
ვინ რას ხედავს და გრძნობს ეს მისი აღზრდა განათლების საქმეა..... ბაყაყს ყოველთვის მოსწონს ჭაობი და თავს კარგათ გრძნობს ჭაობში. .... კრიმინალს კრიმინალი :))) ეს ანბანია :))) მთელი თბილისი კრიმინალებითა გავსილი და რა გიკვირთ :))))


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )