რეზონანსი
07.03.2021

ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, საერთოდ არ იარსებებდა ასეთი ტიპის ჩანაწერები. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, უკვე გადადგომის განცხადება ექნებოდა გაკეთებული პრემიერ-მინისტრს, ყველა მოქმედ პირს და მთავრობასაც, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია ვართ პოლიტიკურ კრიზისში, სადაც უკვე დაიწყო ფარული ჩანაწერების ომი და არ მგონია, ეს იყოს ერთადერთი სამწუხაროდ, მაგრამ არავის ასეთ ბრძოლაში არ მოუგია და ეს არ არის სწორი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტებს, მე არ შევალ განხილვაში რომელი წელია და რომელი წელი არ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ბერა ივანიშვილის დაკვეთით სახელმწიფო მოხელეები პრემიერ-მინისტრი იყო თუ არა ის იმ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს, რომელიც პირდაპირ არის დანაშაულის ორგანიზება, ადამიანების დასჯა, ადამიანების მუქარა, და ასე შემდეგ. ავთენტურობაზე და გამოძიებაზე რომ დავიწყოთ საუბარი, ბუნებრივია ამის იმედია არავის აქვს ამ ქვეყანაში, სადაც პროკურატურა და ყველა საგამოძიებო ორგანო ერთი ადამიანის დაქემდებარებაშია“, – განაცხადა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოლაპარაკებები ჩაიშალოს.

„ეს არის შიდა ომები „ქართულ ოცნებაში“ და „ქართული ოცნება“ თავად ცდილობს, რომ შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც მოლაპარაკებები შეთანხმებამდე არ მივა, რადგან დღეს ნათლად ჩანს, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც არ სურს, რომ დათმობაზე წავიდეს და დათმობა მოუწევს შეთანხმების შემთხვევაში, არის „ქართული ოცნება“. ამიტომ მას ურჩევნია საბაბი ნახოს და ოპოზიციას დააკისროს ჩაშლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს რომ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ცივი გონებით და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ ვითარებას. სასწორზე ძალიან სერიოზული რამ დევს, ეს არის მოლაპარაკებები ჩვენი ევროპელი პარტნიორების შუამავლობით და უნდა გავაგრძელოთ იმ ექვს პუნქტზე მსჯელობა, ყველანაირი წითელი ხაზების გარეშე, როგორც ეს სიტყვა ვთქვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინაშე. 16 მარტი დასახელდა კონკრეტულ თარიღად პრეზიდენტ შარლ მიშელის მხრიდან, და ის ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს, პირველ რიგში ხელისუფლებისგან, რომლის ხელშიცაა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაიძრას ამ ექვსი პუნქტიდან რომელიმე მაინც. როგორც ჩანს ყველაზე, მყისიერად რისი ბერკეტიც აქვთ, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა სამნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )