რეზონანსი
08.03.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ვალდებულია საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა ის ვალდებულია არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის, არამედ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

"მე არ ვარ ვალდებული არც ბუაძის წინაშე და არც თქვენ წინაშე, პასუხი გავცე კითხვებს, იმ ადამიანების წინაშეც არ ვარ ვალდებული, ვინც მკვლელებს ედგნენ გვერდში.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, დაავალეს და მოკლეს, რეალურად აწამეს და მოკლეს ადამიანი. დღეს ეს ადამიანები დგანან და გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო. რაც შეეხება მურუსიძეს, მე მისი ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მას დაუწერეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ის შედეგი უნდა დამდგარიყო, რაც დადგა. ბოროტება იმაშია, რომ მურუსიძეს კანონი დაუწერეს, დღეს დგანან და იმათი გამოძახილებით შეკითხვებს ვუსვამთ ერთმანეთს. ეს ხალხი დღეს შემკვეთიც და მწამებელიც, ამ ადამიანების გვერდით დგანან გინდა "ლელო" აიღეთ და გინდათ სხვა პარტია და აქედან მორალს გვიკითხავენ 11 წლის წინ რა განცხადება გააკეთა ბავშვმა, რომელსაც უწმაწურად აგინეს. ეს არის უზნეობა და უნდათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ამ უზნეობაში ჩართონ,"-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ვახმე   (09.03.2021)
ისე ზოგიერთი რუსული შრიფტით რომ წერს ქართული არ აქვს?

ИНЦИТАТУС   (08.03.2021)
Гатахсиребуло, усиндисо, намус гарецхило адамианис мсгавсо арсебав! Ра паралелебс авлеб Гиргвлианис историиаса да шенсавит гатахсиребул Берас ам шемтхвевастан? Гиргвлианис тема гамодзиебулиа да сасджелиц моихадес дамнашавеебма. Гамоидзиет ес сакмец да гаирквева квелафери. Убедуреба имашиа ром "зонтиконосец" Гарибян-Гарибашвилис да Иванашвилебис имиджи маград амоисвара нехвши. Рац шегехеба пирадад шен Волски, укве диди ханиа бинадроб "нехвис уьанши" тан дзалиан комфортулад грдзноб маг гасиебул тавс.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )