რეზონანსი
08.03.2021

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმა არ აღენიშნებათ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა დაშავებულები პირადად მოინახულა.

„ახლაც ადგილზე ვიმყოფები. სერიოზული ტრავმა არ აქვთ, ყველა გადარჩნა, ჯანმრთელად არიან და ალბათ, მალე გაეწერებიან. სიცოცხლისთვის საშიში არაფერი სჭირთ. ერთი რამ ვიცი, რომ მოაჯირი ჩამოტყდა", - განაცხადა გრიგალავამ „ინტერპრესნიუსთან".

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )