რეზონანსი
08.03.2021

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრიამ ჯაღმაიძემ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მრევლის პროტესტი არ ამართლებს, რეზიდენციაში კრების მიმდინარეობისას ძალით შეჭრის ფაქტს. ჯაღმაიძემ მომხდარი ფაქტი დევნად შეაფასა.

„მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე, სასულიერო პირებმა. მრევლის პროტესტი არ ამართლებს იმას, რომ მოხდეს რეზიდენციაში შეჭრა, ეს არის დევნა. თუ არის დღეს ვინმე, ვინც იტყვის, რომ იმის გამო, რომ მრევლს ან რომელიმე სასულიერო პირს, რაღაც არ მოსწონს, გამართლებულია შევარდნა რეზიდენციაში, კრების დროს ძალით კარების ნგრევა, თუ ვინმე მეტყვის ამას, მაშინ გაამართლეთ ეს საქციელი. მიპასუხეთ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს შესვლის უფლება ნებართვის გარეშე და კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით? აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ ჩვენ,“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სხდომაზე „ხმამაღალი საუბარი იყო“.

როგორც მან განაცხადა, სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავაც.

„ხმამაღალი საუბარი იყო. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. საკმაოდ ვიწრო აივანია, ბევრი ხალხი იყო. ჟურნალისტები საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ",-აცხადებს ჯაღმაიძე.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ინციდენტის შედეგად ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტებიც დაზარალდნენ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და დაზიანდნენ, ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას,“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )