რეზონანსი
28.07.2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სიმბოლურია, რომ სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ადგილად ეთნოგრაფიული მუზეუმი შეარჩიეს.

როგორც წულუკიანმა პრეზენტაციისას განაცხადა, გეგმის თანახმად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი  ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი იქნება საქართველოში.

„არ შეიძლება, ხაზი არ გაესვას სწორედ იმ სიმბოლოს, ადგილს, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ დღევანდელი პრეზენტაციისთვის – გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ეს არის შუაგულ დედაქალაქში მწვანე სივრცე, რომელიც ათეულობით ჰექტარზე არის გადაშლილი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი საქართველოში, თბილისში, რომლის გამწვანებისა და განვითარებისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, თავის დროზე ბატონმა მერმა ნარმანიამ და კალაძემ უპრეცედენტო საქმიანობა გასწიეს, რათა ამ ქალაქში უკეთესად ვსუნთქავდეთ, უკეთესად ვცხოვრობდეთ. ვფიქრობთ, ეს მუზეუმი ახალი რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვინდა განვახორციელოთ, დიდ წვლილს შეიტანს და თბილისელებისთვის ეს არა მხოლოდ დაცული, სათანადო წესით რესტავრირებული ოდა სახლები იქნება, არამედ ასევე სასეირნო, გასართობი. რაც მნიშვნელოვანია, იქნება საგანმანათლებლო სივრცე ბავშვებისათვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×