რეზონანსი
28.07.2021

გიორგი ფხაკაძის თქმით, არსებობს გამოსავალი და ესაა ძლიერი, მაღალეფექტური ვაქცინების – ფაიზერის ან მოდერნას ერთი დოზის გაკეთების აუცილებლობა.

„სინოვაკის ეფექტურობა შესაძლოა, 20% იყოს კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. გახსოვთ, ამას როდის ვამბობდი, რომ ჩინური ვაქცინები მხოლოდ 20-25 %-ითაა ეფექტური?!

ეს არის პირველი (მალე მეტი იქნება) საჯარო ინფორმაცია „სინოვაკის“ დაბალეფექტურობის შესახებ, რაზედაც ბოლო 6 თვე საჯაროდ ვსაუბრობ. ბავშვობაში დედაჩემი მეუბნებოდა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“.

ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში „არ მოსულა“, მაგრამ გამოსავალი არსებობს, თუ ამის სურვილი არის! ეს არ არის არავის შეცდომა, ეს არის ამ ვერაგი ვირუსის მუტაციის ბრალი და საქართველოში ზოგ-ზოგიერთები თავის თავზე რატომ იღებენ ყველაფერს?!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×