რეზონანსი
28.07.2021

„არსებული მონაცემები ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ცხადყოფს ამ ასაკობრივი ჯგუფის პირებისთვის“, - ნათქვამია იტალიის მარეგულირებლის განცხადებაში.

23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

7 ივნისს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ ევროპის წამლის სააგენტოს თავისი ვაქცინის მოზარდებში გამოყენების დაშვების თხოვნით მიმართა.

მაისის ბოლოს Moderna-მ 12-დან 17 წლამდე ასაკის 3 700-ზე მეტ პირზე კლინიკური კვლევების სრული შედეგები გამოაქვეყნა.

„ჩვენ გამხნევებულნი ვართ იმით, რომ Moderna-ს ვაქცინა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა მოზარდებში ვირუსის პრევენციის კუთხით“, - აღნიშნა კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელმა, სტივენ ბანსელმა.

28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.

31 მაისს კი ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×