რეზონანსი
29.07.2021

შარლ მიშელი – ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მონაწილე მხარეებთან კონსულტაციებს აწარმოებს“, - ამის შესახებ კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში შარლ მიშელის სტრატეგიულმა უფროსმა მრჩეველმა იურეკ კუჩკივიჩმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს აწარმოებს ამ საკითხში მონაწილე აქტორებთან და პარტიებთან. პრეზიდენტი მიშელი შექმნილ სიტუაციაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს“, – აცხადებს იურეკ კუჩკივიჩი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×