რეზონანსი
29.07.2021

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და წონის პირველი ნომერი ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს. ქართველმა ნახევარფინალური დაპირისპირება იაპონელ აარონ ვოლფტან ვაზარით დათმო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე რუსი ილიასოვა იქნება.

ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში მან ეგვიპტელი დარვაში გაფრთხილებებით დაამარცხა. მეოთხედფინალში კი კანადელ შადი ელნაჰასს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მო იპოვეს. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×