რეზონანსი
04.08.2021

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

,,ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის უმოკლეს ვადებში მიწოდებისა და მაღალი ხარისხის კონსულტაციის გაწევის მიზნით, ბიზნეს სექტორს მომსახურების სრულიად ახალ, მის საჭიროებებზე მორგებულ კონცეფციას შევთავაზებთ. ბიზნეს სექტორს ეყოლება იუსტიციის სისტემაში კარგად გათვითცნობიერებული პირადი მრჩეველი და დამხმარე, რომელიც მის ნაცვლად ყველა საჭირო პროცედურას გაივლის და მომზადებულ დოკუმენტაციას მიაწვდის“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×