რეზონანსი
04.08.2021

„კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა ისევ ღამის საათებში მოძრაობის გადაადგილების შეზღუდვა“ - ამის შესახებ „დღის კურიერის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან ვირუსის დინამიკას და გაზრდის შემთხვევაში შეზღუდვებს დააწესებენ.

„ჩვენ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება იმისთვის, რომ დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად, ჩვენ ახლა პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში შემთხვევები უნდა დასტაბილურდეს.

თუ დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ისევ ქვემოთ.

მაგრამ თუ არ მოხდა ისევ სტაბილიზაცია კვირის ბოლომდე, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს,“ - განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×