რეზონანსი
04.08.2021

შეთანხმება არის ანულირებული და ბუნებრივია, ამას ვერაფერი დააბრუნებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვქონდა უალტერნატივო არჩევანი ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

„ჩვენ ამ დოკუმენტის ანულირება იმ ქმედებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომელიც ოპოზიციამ განახორციელა. თქვენ იცით, რომ ოპოზიციის ნახევარი, რვიდან ოთხი პარტიიდან, ვინც ბარიერი გადალახა ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარი ხელს არ აწერდა. ასევე ბოიკოტი გამოაცხადა „ნაცმოძრაობამ" მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პარლამენტში შემოსული იყო. „ლელო" არ აძლევდა ხმას მთელ რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც გამომდინარეობდა მიშელის დოკუმენტიდან. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ჩვენს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია არ ჰქონდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×