რეზონანსი
14.09.2021

მე არასდროს კონკრეტულად არაფერი მითქვამს. ეს არის სიცრუე, „ქართული ოცნების" ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მითი, - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა „ქრონიკის" კითხვას მის შესახებ ჩამოდის თუ არა საქართველოში. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დეპუტატებთან სწორედ საქართველოში ჩასვლაზე ისაუბრა.

„მე ბევრჯერ ვთქვი კონკრეტულ რაღაცებზე, რომ იმედია აი ახლა დავამარცხებთ („ქართულ ოცნებას"). როდესაც ყველა დემოკრატიული პროცესი გაუქმებულია, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ის, რაც ქართველმა პატრიოტმა. მე არ ვაპირებ არავისთან რიტორიკულ ამბავში შესვლას. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. ქართველმა ხალხმა იცის რა გამიკეთებია მათთვის და მთელმა მსოფლიომ იცის ვინ ვარ და აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები გვერდზე და ვერ ვიტყვი რომ ხელები დამიბანია. მე გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი. ხალხს დაავიწყდა უკვე სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ამბობს. მე კი ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ", - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×