რეზონანსი
15.09.2021

ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, თუმცა ეს დროებითი გადაწყვეტილებაა. ​ეპიდვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ბავშვები, ისევე როგორც სტუდენტები, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან, თუმცა მსურველებისთვის კვლავაც ძალაში იქნება დისტანციური სწავლის ფორმა.

"წელს, პანდემიის გამო სასწავლო წელი დისტანციურ ფორმანტში იწყება, მაგრამ ეს დროებითია. 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველ კლასელებს თავიანთი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში, შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება ნაკლები,“ - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×