რეზონანსი
13.10.2021

დღევანდელი შეხვედრის შედეგად ჩვენ შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთმანეთს საჭიროებისამებრ რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგის განხორციელება ეთხოვა.

„ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც დღეს უკვე შეკრიბა და ბუნებრივია, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×