რეზონანსი
13.10.2021

მთავარია, მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მისი უფლებრივი მდგომარეობა იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთა ჯგუფი შეიქმნა.

ხუნდაძის თქმით, ჯანდაცვის კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდება პროცესს.

„მთავარია, მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მისი უფლებრივი მდგომარეობა იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ. დღეს გავიარეთ ტექნიკური საკითხები. ჯგუფის შემადგენლობა მსჯავრდებულს წარედგინება, მისი თანხმობის შემთხვევაში კი, ისინი ჩაერთვებიან კლინიკური კვლევის პროცესში და განახორციელებენ მონიტორინგს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×