რეზონანსი
19.10.2021

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქცია თუ დაიგეგმება, პირველ რიგში, ეს იქნება გამარჯვების აქცია, ორი ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ უნდა აღვნიშნოთ

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს პარტიის წევრები ოზურგეთში ამომრჩევლებს შეხვდნენ და განიხილეს სხვადასხვა საკითხები.

„გვქონდა მსჯელობა, თუ რაიმე აქცია დაიგეგმება, ეს იქნება პირველ რიგში გამარჯვების აქცია. ორი ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ უნდა აღვნიშნოთ და ასევე ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის, ანუ ეს არის საარჩევნო ღონისძიება, თუ ასეთი დაიგეგმება. საბოლოო პოზიციას ამაზე ჩამოვაყალიბებთ და ამის შემდეგ გვექნება კოორდინაცია ყველა საარჩევნო შტაბთან“, – განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×