რეზონანსი
20.10.2021

„სითი მოლის“ დირექტორი, ლევან მესხელი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, შესაძლო ჩაკეტვა ყველა ბიზნესისთვის კატასტროფა იქნება. ბიზნესმა მცირედით აღდგენა უკვე დაიწყო და ახლა მისი გაჩერება, ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.

როგორც მან „საქმის კურსში“ განაცხადა, „სითი მოლმა“ პანდემიის დაწყების დღიდან ყველა საშუალება გამოიყენა, მათ შორის რეგულაციების შემუშავება/დაცვა, თანამშრომლების ტესტირება და ა.შ, რაც ბიზნესის უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფდა.

„სითი მოლი“ ტესტავდა თანამშრომლების 100%-ს. მას შემდეგ, რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ჩვენს ორივე ობიექტზე განთავსდა ვაქცინაციის პუნქტები და საინფორმაციო კამპანიაშიც ჩართული ვართ, ამან გარკვეული დროით შედეგები გამოიღო“, -აღნიშნა მან.

რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, ლევან მესხელი ამბობს, რომ ეს ძალიან საფრთხილო და რთული საკითხია.

„ჩემი ინფორმაციით, ყველა ქვეყანამ დაიწყო საჯარო სექტორიდან, ალბათ ეს საკითხი იმის მიხედვით უნდა დალაგდეს, სად უფრო მარტივია ამის ადმინისტრირება, ვინაიდან როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც სავაჭრო ცენტრში, რომელსაც დღეში 30 000 ადამიანი სტუმრობს, როგორ უნდა შევძლოთ იმის შემოწმება, ვინ არის ვაქცინირებული და ვინ არა. ამის მარტივი მექანიზმი თუ იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ გასათვალისწინებელია მომხმარებლის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×