რეზონანსი
21.10.2021

ლევან რატიანი არ გამორიცხავს, რომ თუკი ვირუსის გავრცელების მასშტაბები იმ ტემპით გაგრძელდა, როგორი მაჩვენებელიც ყოველდღიურად ფიქსირდება, ქვეყანას საექიმო რესურსი აღარ დარჩება.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი შიშობს, რომ ეპიდვითარებას რესურსი ვერ გაუძლებს და ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება.

"თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი, ამიტომ სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკი და დაღმავალი. რომ არ მოხდეს ტალღისებურად ინფექცია, არ მიიღოს ამან რასაც ჰქვია სპორადული ხასიათის ინფექცია, ჯერ ამაზე ლაპარაკი შორსაა, თუმცა ამიტომ უნდა მოხდეს ინფექციის ლიკვიდაცია.

ძალიან მეშინია ხოლმე ამას ვამბობ, მაგრამ დადგება პერიოდი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა," - ამბობს ლევან რატიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×