რეზონანსი
22.10.2021

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „იმედინიუსმა" ძალოვან უწყებაში გადაამოწმა, სადაც განმარტეს, რომ ჭაბუკა რაფავა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას არ იკავებდა.

„ჭაბუკა რაფავას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე არ გახლავთ, იგი გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რაფავამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა," - აცხადებენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×