რეზონანსი
23.10.2021

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია 2010 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა მეგის ქარდავამ ზუგდიდის დინამოს მწვრთნელს ბესო შეროზიას საკუთარი საფლავი გაათხრევინა. შეროზია სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან გუნდმა ბოლნისის „სიონთან“ თამაში მოიგო.

„2010 წელს შიდა ეროვნული ტურნირი ტარდებოდა და „ზუგდიდის დინამო“ ხვდებოდა ბოლნისის „სიონს“. ბოლნისს გულშემატკივრობდა დავით კირკიტაძე, რომელიც ამჟამად რუსთავის მერობისთვის იყრის კენჭს, ხოლო ზუგდიდის მხარეს იყო მეგის ქარდავა, რომელიც ახლა პატიმრობაშია. გეტყვით, რა გააკეთა მეგის ქარდავამ. ზუგდიდის მწვრთნელი ბესო შეროზია, აიყვანა ზუგდიდის სასაფლაოზე, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თქვენ თუ წააგებთ, ესაა შენი საფლავიო“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ირმა ჭკადუამ.

ადვოკატმა გადაცემაში დავით კრკიტაძეზეც ილაპარაკა, რომელმაც მატჩის შემდეგ მსაჯებს სცემა. „ბოლნისის „სიონმა“ თამაში წააგო, ამის გამო, დავით კირკიტაძემ მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა. ამაზე იყო სიუჟეტები მომზადებული, თუმცა არ გვახსოვს ამისთვის დასჯილი ადამიანები“,- აღნიშნა ჭკადუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×