რეზონანსი
23.10.2021

იარაღი, რომლიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, მსახიობს რეჟისორის ასისტენტმა გადასაღებ მოედანზე მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სასამართლოს ჩანაწერებშია აღნიშნული.

ჩანაწერების თანახმად, რეჟისორის ასისტენტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია იყო, მან ის მსახიობს მიაწოდა და დაიძახა: „ცივი იარაღი!" - ეს არის ტერმინი, რომელიც მიანიშნებს, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია არ დევს.

ამასთან, BBC-მ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გადასაღები გუნდის იმ წევრების სიას, რომლებიც ტრაგედიის დღეს გადასაღებ მოედანზე უნდა ყოფილიყვნენ. დოკუმენტში დასახელებულია პირი, რომელიც პასუხისმგებელია ცეცხლსასროლი იარაღის შემოწმებაზე.

BBC-ი წერს, რომ ეს არის 30 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც პირველად უწევდა ამ მოვალეობის შესრულება.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო. შემთხვევა ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust-ის გადაღებისას მოხდა. ალეკ ბოლდუინი ფილმის თანაპროდიუსერია. დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰუტჩინსია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×