რეზონანსი
23.10.2021

ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ბათუმში, "ნაციონალური მოძრობის" მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის მხარდამჭერ აქციაზე მხარდამჭერებს მიმართა. მან თქვა, რომ პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია. 

"ჩვენ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებისთვის რამდენი ვართ, რა გვჭირდება, სად მივდივართ, რატომ გვჭირდება გამარჯვება და როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი.

გარდა იმისა, რომ თქვენ ყველას დიდი მოწიწებით გეფერებით, არ შემიძლია ჩემი სიტყვა არ დავიწყო მისალმებით და მოკითხვით, ჩემი მეგობრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტით, მიხეილ სააკაშვილით, რომელიც დღეს ციხეშია, ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში!

ყოველდღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ვუყურებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეშია ადამიანი, რომელმაც ამ ქალაქს, ქვეყანას ძალიან დიდი პროგრესი მოუტანა, რა თქმა უნდა, გული გვტკივა, გაუსაძლისია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რისთვის ჩამოვიდა, რისთვის უყვარს თავისი ქვეყანა და რისი მიღწევა სურს მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ მივესალმოთ ჩვენს მეგობარს, ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანს, იმ ადამიანს, ვისაც ეს ქვეყანა ტკივილამდე უყვარს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×