რეზონანსი
25.10.2021

თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი სამსახურების მიერ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ყველაფრისთვის მზად არის.

„ეს მათი ხელწერაა, ჩვეულებრივი პროცესია უკვე, იმდენად შეგუებულები ვართ ამას, იმდენად ვიცით მათი მოქმედებების არეალი და ზოგადად, რა მიდგომები აქვთ, ყველაფრისთვის მზად ვართ. თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ",- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზეც გააკეთა განმარტება და მსგავს ინფორმაციას „სისულელე" უწოდა.

„ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა. ეს რომ განხორციელებულიყო, პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველგან ყველაფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევა - ის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო",- განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×