რეზონანსი
25.11.2021

მივესალმები რამდენიმე დღის წინ გადადგმულ ნაბიჯებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, მოხარული ვარ გავიგო, რომ მისი გამოჯანმრთელება, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არის ფუნდამენტური, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ის თვალს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულდა. ჩვენ კვლავ ვადევნებთ თვალს სიტუაციას მის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებისა და ღირსების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე სათანადო სამართლებრივ პროცესს, სადაც აღვნიშნე მოსაზრება სასამართლო პროცესებზე მის დასწრებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, რადგან გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი იმპულსი, რომელიც ვიხილეთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის, იფიქრონ, როგორ უზრუნველყონ ამ იმპულსის შენარჩუნება სწორი მიმართულებით წინსვლისთვის", - განაცხადა ჰარცელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×