რეზონანსი
25.11.2021

ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსით ინფიცირების არსებული დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანა საველე ე.წ. ჰოსპიტლების გახსნის საჭიროების წინაშე დადგეს.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის თქმით, საქართველოში კოვიდის შემთხვევების სწრაფი გავრცელება კვლავ აღინიშნება.

„გავრცელების მაღალი რიცხვებიდან გამომდინარე, სიკვდილიანობაც გარკვეულწილად მომატებულია. გადატვირთვის ზღვარზეა ყველა ის საწოლი, რაც კოვიდისთვისაა გამოყოფილი და მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობთ. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდება, უახლოეს პერიოდში ალბათ, დადგება საჭიროება იმისა, რომ გაიხსნას ე.წ. საველე ჰოსპიტლები", - განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×