რეზონანსი
03.12.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინათანმა განაცხადა, რომ ვაქცინის უთანასწორობასა და კორონავირუსის ახალი ვარიანტების განვითარებას შორის აშკარა კავშირი არსებობს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავიდანვე აცხადებდა ამას. ეს არ იყო მხოლოდ იმის გამო, რომ თანასწორობა ეთიკურ საკითხს ეხება. ეს სამეცნიერო და ეპიდემიოლოგიური მიზეზებით არის განპირობებული", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

სუმია სვამინათანის თქმით, როდესაც ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, საბოლოოდ ახალი ვარიანტები ჩნდება და ეს პროცესი გაგრძელდება.

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომავალში გავავრცელებთ, როგორც ვაქცინას, ასევე დიაგნოსტიკის საშუალებებსა და წამლებს, რადგან პრეპარატები საჭირო იქნება ადამიანების ავადმყოფობისგან გადასარჩენად", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×