რეზონანსი
04.12.2021

გორში მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.

„გორში მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ოპოზიციური არხები მთელი აჟიტირებით აშუქებენ, ძაბავენ სიტუაციას, ელოდებიან დაპირისპირებას და უბედურებას, მაგრამ მთავარს არავინ არ ამბობს! მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში, (თარიღს კარგად დააკვირდით, ომიდან 1 თვეც არ გასულა) სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა.

ჰოდა, ბელადის ტელევიზიებო, სადაც აქციას გააშუქებთ, იქაც მოყევით როდის და ვინ გაყიდა ქართული მიწები, თქვე „ობიექტურებო", - წერს ქადაგიძე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა 2008 წლის სექტემბერში უცხოელ ინვესტორზე გასხვისებული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×