რეზონანსი
14.01.2022

სასამართლო სისტემაზე შტურმი დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ", მასთან დაახლოებულმა არასამთავრობო სექტორმა და სხვა ჯგუფებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ის საჯაროდ ცნობილი ფაქტები - 7 ნოემბრის დარბევა, „იმედში" შეჭრა" და ა.შ. დაექვემდებარა სამართლებრივ შეფასებას, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ პროცესზე სასამართლოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

„რაც არ უნდა ეცადონ სასამართლოს დისკრედიტაციას, ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე. ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დღეს არის ბევრად გამჭვირვალე, ბევრად ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, მეტად აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, რომ სასამართლოში პრაქტიკულად არ არის კორუფცია", - აცხადებს ოხანაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×