რეზონანსი
14.01.2022

ალეკო ელისაშვილის თქმით, „მოქალაქეები" ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე დაუჭერენ თუ არა მხარს ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კომისიის მოქმედ ხელმძღვანელს, გიორგი კალანდარიშვილს. ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პარტიაში კალანდარიშვილის საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვთ.

„ზუსტად ვერ გეტყვით დავუჭერთ თუ არა მხარს კალანდარიშვილს, თუმცა არგუმენტი თუ რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ჯერჯერობით არ გვაქვს, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს ძალიან ორგანიზებულად და ეფექტიანად მუშაობდა. უბრალოდ აღნაგობით და გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ ბატონ კალანდარიშვილს?" - აცხადებს ელისაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×