რეზონანსი
14.01.2022

ახლა ბადრი ჯაფარიძის გაშვება პარლამენტიდან „ქართული ოცნებისთვის" რეპუტაციულად კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელი იქნება, - ასე შეაფასა „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობა.

„არაადამიანურ ქმედებას ჰგავს. გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესი იყო დამაზიანებელი, კიდევ ერთხელ გვაჩვენა "კლოუნადა", რაც ქვეყანაში გვაქვს და ასევე რაც სასამართლოზე გვისაუბრია. ახლა ამ ადამიანის გაშვება „ქართული ოცნებისთვის" რეპუტაციულად კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელი იქნება. მელია იყო 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის და ა.შ. გამოვლინება, ბადრი ჯაფარიძე შედარებით სიმპათიური ადამიანია და „ქართულ ოცნებას" იმდენი არ აქვს ინვესტირებული მათ „შავ პიარში", რომ მისი გაგდება ადამიანურად შერჩეთ", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×