რეზონანსი
17.01.2022

ვხედავთ გააფთრებულ შეტევას იმ მიმართულებით, რასაც სააკაშვილის გეგმის რეალიზება ჰქვია, ამ გეგმაში გაერთიანებულია მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, "მათი ერთ - ერთი ხელმძღვანელი არის ყოფილი მაღალჩინოსნის - შს სამინისტროს თანამშრომლის მეუღლე".

"მიდის მუდმივი მუშაობა, რომ სასამართლოშიც როგორმე შემოიტანონ ისეთი ტენდენცია, რასაც ჰქვია ამ სისტემის პოლიტიზაცია. შავი სიების შედგენა და ამ სიაში მოსამართლეთა ჩაწერა, რომლებმაც სააკაშვილის გაგებით აწყენინეს "ნაციონალურ მოძრაობას", არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ამორალურობისა, რომელსაც მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი მიჰყვება,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×