რეზონანსი
21.01.2022

შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს - დაუსვით კითხვა, როდის აპირებს დააბრუნოს ბიუჯეტიდან გატანილი 5 მილიონ 113 ათასი ლარი? - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა, "თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა".

"შალვა ნათელაშვილს 2008 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა. ის იყო პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაში ფეხი არ დაუდგამს, თითი თითზე არ დაუდია, თუმცა ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. ეს სამარცხვინო საქციელია! თუ ის ამ თანხას დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა. არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად სახლში წაიღო", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანმა აქვე დასძინა, რომ "ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებს და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×