რეზონანსი
23.01.2022

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 803 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 793 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 010 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 9 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 051 445.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 12.56% ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.66%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 408 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 962 035. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 701 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 646 შემთხვევა, აჭარა - 1 136, იმერეთი - 1 074, ქვემო ქართლი - 386, შიდა ქართლი - 311, გურია - 182, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×