რეზონანსი
26.01.2022

იტალიაში, ნეაპოლში დაკარგული 24 წლის ქართველი ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი 4 დღის წინ გაუჩინარდა და ის პოლიციელის დახმარებით ემიგრანტმა მაკა ხაჩოშვილმა იპოვა. ამის შესახებ იტალიაშივე მყოფმა "ექსკლუზივ ტვ"-ის ჟურნალისტმა ნინო მამუკაძემ სოციალურ ქსელია პირდაპირი ეთერის საშუალებით მაკა ხაჩოშვილთან ერთად ისაუბრა.

იტალიაში მილანიდან დაუკავშირდნენ დაკარგული სალომე ტეტუნაშვილის ახლობელს მაკა ხაჩოშვილს და ექიმმა უთხრა, რომ ქართველი ემიგრანტი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა. შემდეგ მას სოციალურ ქსელში მამაკაცი დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ სალომე ქუჩაში იყო და გოგონა ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში გახლდათ. მამაკაცი მუნიციპალური პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა და მაკა ხაჩოშვილს სალომე ტელეფონით დაალაპარაკა.

პოლიციელმა ადგილმდებარეობა მიუთითა და სალომეს ოჯახი იმ ადგილას მივიდა. აღმოჩნდა, რომ ის 2 დღე ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო, საიდანაც გამოიპარა, ის თვითმხილველმა ფეხშიშველი ნახა, პოლიციამ კი საავადმყოფოში დააბრუნა.

იტალიურ მედიას გაუჩნდა კითხვა - როგორ მოხვდა კლინიკაში, მერე როგორ აღმოჩნდა ქუჩაში და საერთოდ, რა მოხდა?! - ამიტომ, ნეაპოლში, ადგილობრივი ტელევიზია გადაცემას ამზადებს.

"როცა ეს ამბავი გავიგე, მამიდას დავუკავშირდი, ძალიან გახარებული იყო. დედასთან კონტაქტზე ვერ გავედი და საოცრად გაუხარდა ყველას, უხარია მთელ ემიგრაციას, მისი ფოტოები გავავრცელეთ და ინფორმაციის გავრცელების ხარჯზე იპოვეს სალომეც", - თქვა მაკა ხაჩოშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×