
„მძიმე ვითარებაა, ასეთ სიტუაციაში რამე განსაკუთრებულის გაკეთების საშუალება არავის გვაქვს - არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს“, - განაცხადა Wissol Group-ის პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, საწვავის მაღალი ფასების პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის და აღნიშნული გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას.
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას Wissol-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების გზებზე მუშაობს და გაიაფებული საწვავის შემოტანის შემთხვევაში, ფასების ცვლილება ბენზინგასამართ სადგურებში მყისიერად აისახება.
„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ყველანაირ საშუალებას ვეძებთ, ახალ დივერსიფიცირებულ წყაროებზე ვმუშაობთ უკვე დიდი ხანია და თუ ისე მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანთ გაიაფებულ საწვავს, ეს მყისიერად აისახება ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.