რეზონანსი
21.05.2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ახლა უკრაინას რეკონსტრუქციისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება.

შარლ მიშელის განცახდებით, რუსეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე დღეში დანებდებოდა, თუმცა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსული არმია არც ისეთი უძლეველია.

"უკრაინას ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ უკრაინის რეკონსტრუქცია. უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ის ფიქრობდა, რომ ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდებოდა. რუსეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე დღეში დანებდებოდა. თუმცა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსული არმია არც ისეთი უძლეველია. მათმა კორუფციამ კი შესაბამისი შედეგებიც დადო. ნატო გაფართოვდება, მასში შევა ფინეთი და შვედეთი.

ეს ნიშნავს რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები უნდა დავიცვათ, ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა მისი გაფართოება. უკრაინამ თავისი არჩევანი გააკეთა, ის ევროკავშირის მხარესაა, ევროპის მხარესაა. უკრაინელებმა ევოლუცია განიცადეს ჯერ კიდევ 2014 წელს. რამდენიმე კვირაში დაიდება უკრაინის განაცხადზე პასუხი. რაც შეეხება სერბეთს, რომელსაც ევროკავშირში უნდა გაწევრიანება და რუსეთის სანქციებს არ უერთდება. მე ვაცნობიერებ, რომ სერბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგო რესურსებზე. შესაბამისად არსებობს ბევრი სირთულე," - აცხადებს შარლ მიშელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×