რეზონანსი
21.05.2022

მარიუპოლიდან ევაკუაცია ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„ჩვენი წყაროები ქალაქიდან გვატყობინებენ, რომ საფილტრაციო პუნქტებსა და მარიუპოლის ირგვლივ მდებარე ბლოკპოსტებზე, ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპანტების როტაცია მიმდინარეობს“,- განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები კონტროლის ახალ პუნქტებს ქმნიან გრუნტის გზაზე, რომლითაც საფილტრაციო პუნქტებისთვის გვერდის ავლა შეიძლებოდა. ანდრიუშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ფაქტობრივად ქალაქიდან ნებისმიერი ევაკუაცია შეუძლებელი ხდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×